სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 25 მარტს მეგრული ჯიშის თხების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადებები 31 მარტიდან 2 აპრილამდე მიიღება.
“დასახელება: მეგრული ჯიშის თხა – ნეზვი; შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ: კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, მეგრული ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა; მაგარი კონსტიტუცია, მკვირცხლი ტემპერამენტი, კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით”,- აღნიშნულია სატენდერო განაცხადში, რომლის მიხედვითაც სულ საჭიროა 11 თხა.