“რა შავრაზმელია ეს ქალი. ქალი ვასაძე პარლამენტში შეპარული.
ერთი – ვერც ერთი ენჯეო სკოლაში ვერ შედის სკოლის დირექტორის ნებართვის გარეშე და ვერ ატარებს ვერანაირ გაკვეთილს სკოლის წარმომადგენლის დასწრების გარეშე. უფრო მეტიც, რესურს ცენტრები სრულად აკონტროლებენ სკოლებს და ფეხს ვერ შედგამ განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე.
მეორე – ეს კანონი ვერანაირად ვერ აკრძალავს იმას, რომ სკოლის გარეთ ბავშვებმა განათლება მიიღონ რეპროდუქციაზე. ამ უკანასკნელს კი ისედაც აკონტროლებს მშობელი, რადგან სწორედ მშობლები წყვეტენ სად და რაზე ატარონ შვილი.
მესამე – არაფერია სოფიოს ლაპარაკში და ინიციატივებში ახალი, სულ ვასაძე და ეკლესია აჯდა თავზე განათლების სისტემას საქართველოში და იმიტომაცაა ბოლომდე ჩაოხრებული და ახლა თითქოს კანონითაც არეგულირებენ ამას – მღვდელმა უდან ასწავლოს თურმე სექსუალური განათლება ბავშვებს.
წყვდიადი სიბნელეა ოცნებაში რა”, – ასე ეხმაურებასოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებას.