ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ქორწინებების რაოდენობა შემცირდა, განქორწინების კი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 2.0 პროცენტით შემცირდა და 23 202 შეადგინა.

2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.7, ხოლო კაცებისთვის 30.4 წელი იყო.

რაც შეეხება განქორწინების მაჩვენებელს, 2018 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 288 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა.

იტვირთბა....