ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არასწორი თარგმანი – აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ირანელი მუსიკოსის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე

ბოლო დღეებია აჟიტირებულია სოციალური ქსელი ირანელი მომღერლის ამირ თათლუს ვიდეოთი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ირწმუნება, რომ თბილისში, ფილარმონიაში კონცერტის დროს, რომელიც ირანელმა  საკონცერტო დარბაზში გამართა, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს. საუბარი იყო იმაზეც, რომ ირანის საელჩოსთან აქტივისტების გარკვეული ნაწილი საპროტესტო აქციის გამართვასაც კი გეგმავდა.

თუმცა, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. მაგალითად აღმოსავლეთმცოდნე ბატონი გიორგი ლობჟანიძე წერს, რომ ირანელ მუსიკოსს მსგავსი არაფერი უთქვამს და ეს არის მოგონილი ისტორია.

გადამევსო პირადი შეტყობინებების სივრცე ამ გამოშტერებული ამირ თათლუს ვიდეოთი. საინტერესოა, ვინ თარგმნა ის ტექსტი, რომელიც ამ ვიდეოს ტიტრებად ადევს; ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ, სადაც ადამიანი ამბობს, მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო, – ვიღაც თარგმნის: მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო“, – წერს გიორგი ლობჟანიძე.

ამასთან, როგორც ლობჟანიძე წერს, მიუხედავად არასწორი თარგმანის გავრცელებისა, თბილისში ირანელი მომღერლის კონცერტი მაინც აჩენს რამდენიმე კითხვას.

„მე არავის ვიცავ, მითუმეტესგანგრეულ ნარკომანს, რომელიც რას ბოდავს, თვითონაც ვეღარ იგებს, მაგრამ რამდენიმე პრინციპული შეკითხვა მაინც გამიჩნდა: ვინ (კონკრეტულად რომელი პიროვნებები და ორგანიზაციები) უკეთებენ ირანელი მომღერლების კონცერტებს ორგანიზებას საქართველოში; ვინ აქირავებს ფილარმონიისა და სპორტის სასახლის შენობებს ირანელ მომღერლებზე, რა პირობებითა და რომელი კანონის საფუძველზე; და რაც მთავარია – ვის აძლევს ხელს ირან-საქართველოს დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობების დაძაბვა. რატომ ტეხენ ისტერიკას იმ თითიდან გამოწოვილპრობლემაზე, რომელიც გონიერი და მიზანდასახული მთავრობების პირობებში შეიძლებოდა ცივილიზებულად, სულ სხვა დონეებზე გადაწყვეტილიყო და არა ასეთი ღრიანცელით, რომელსაც დროდადრო მართავენ პროფესიით პატრიოტები, სამშობლოს სიყვარული რომ მხოლოდ თავისი ექსკლუზიური უფლება ჰგონიათ, ყველგან კატები ელანდებათ და პრინციპულად არც გაემტყუნებათ დღევანდელი საქართველოს ძალიან ბნელ ოთახში“,- წერს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობაჟანიძე.

იტვირთბა....