ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება

გაფიცული სოციალური მუშაკების მხარდასაჭერად, 29 მარტს, 19 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება.

25 მარტის შემდეგ გაფიცულებს დღეს, პირველად, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო შეხვდათ.

როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, შეთანხმება მხოლოდ საკითხების ნაწილზე შედგა.

ტექსტს  “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

 

“გაფიცვის მეოთხე დღეს პირველად მოხდა შეხვედრა სოციალური დაცვის მინისტრთან. შეხვედრის ფარგლებში გავიარეთ მათ მიერ შემოთავაზებული „ოთხპუნქტიანი გეგმა“. აღნიშნული გეგმა შემოთავაზებული იყო მედიაციის პროცესშიც. დღეს გეგმის პუნქტები უფრო მეტად დაკონკრეტდა,თუმცა, მოთხოვნების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია, ნაწილი კი საერთოდ არ არის ასახული გეგმაში.

ამ ეტაპზე სოციალური მუშაკები ელოდებიან შუალედური შეთანხმების დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება კონკრეტული ვადები, პასუხისმგებელი პირები და პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის გეგმა.

 

შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე:

1. ტექნიკური სამუშაოსგან განტვირთვა _ ვაუჩერია ბეჭდვა, ხელშეკრულებების მომზადება, 3 სოციალური პროგრამის ჩახსნა.
2. 12 იურისტი ემატება სოციალურ სამსახურს.

 

ნაწილობრივი შეთანხმება შედგა:

 

1. ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით: 15 აპრილამდე იგეგმება 30_მდე სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა. ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერება ყველა სერვისცენტრის და რაიონული განყოფილების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
2. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა სატრანსპორტო ტალონებზე თბილისის მასშტაბით.
3. კადრების დამატებასა და საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. სამინისტროს არ აქვს პასუხი 50 კადრს დაემატება 20 საპროცესოსთვის სპეციალიზირებული კადრი თუ ეს 50 კადრი მოიაზრებს ამ 20 ადამიანს.
4. ფსიქოლოგი დაემატა 1 თბილისს, სხვა არცერთ რაიონში ფსიქოლოგის მატებას ვერ გვპირდებიან ამ ეტაპზე.

 

შეთანხმება არ შედგა:

1.ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით.
2. ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერა არ გამარტივებულა.
3.გრძელვადიან შესასრულებელ პუნქტეზე

ვითვალისწინებთ ყველა სოციალური მუშაკის საჭიროებებს განსაკუთრებით რეგიონში მომუშავე სოციალური მუშაკების.

მოცემულ ეტაპზე სოციალური მუშაკები კვლავ აგრძელებენ გაფიცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....