ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სერბეთში საქართველოს საკონსულო გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სერბეთში, საქართველოს საკონსულო გახსნა.

როგორც მან საკონსულოს გახსნისას განაცხადა, სერბეთი  საქართველოსთვოს არის პრიორიტეტული ქვეყანა.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაღრმავოთ კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, არის ძალიან დიდი პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, ასევე, კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროში შეგვიძლია ურთიერთობების გაღრმავება და ბუნებრივია, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა საკონსულო საელჩოს სახეს, მან უპასუხა, რომ ეს პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ურთიერთობების თანდათან განსავითარებლად.

„იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ, ბუნებრივია, გავხსნით საელჩოს სერბეთის რესპუბლიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები სერბეთის რესპუბლიკასთან. არის ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ გვაერთიანებს, როგორც საერთო გამოწვევები, ასევე, საერთო მიზნები და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობების თანდათანობით განვითარება“,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

იტვირთბა....