პირველი არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პარტია „კანონი და სამართლის“ ინიციატივა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლების კომპეტენციას სცილდება, ვინაიდან იგი გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს.
„პარტიამ „კანონი და კანონიერება“ დღევანდელი საპარლამენტო პარტიები ან უნდა დაარწმუნოს ამგვარი ცვლილების აუცილებლობაში ან თავად მოვიდეს ხელისუფლებაში და შეცვალოს კანონი. ვიდრე ეს მომხდარა, მანამდე ჩვენ ძველებურად, ანუ ამჟამად არსებული კანონით განვაგრძობთ მუშაობას, რადგან სხვა გზა არ გვაქვს“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებულ პარტიაში, “კანონი და სამართალი” დღეს განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროატლანტიკური თემების გაშუქებას მწირი დრო ეთმობა, მაუწყებელში პრობლემებია და ამის გამოსწორების გზა ის არის, რომ არხის დირექტორი ოპოზიციამ აირჩიოს.