ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფანჯარა იყო ჩამტვრეული და სამუშაო იარაღები აღარ დევს – ვოლსკი სახლის გაქურდვაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი “მეტრონომთან” საუბრისას ტვ “პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი საკუჭნაოს ფანჯარა იყო ჩატეხილი და სამუშაო იარაღები ადგილზე არ დახვდა.

“ჩემს სახლში საკუჭნაოს ფანჯარა იყო ჩამტვრეული. რამდენადაც მახსოვს, ამ ფანჯრის რაფაზე რამდენიმე სამუშაო იარაღი იდო და აღარ დევს, შეიძლება.. აღარ მახსოვს, დიდი ხანი იქ არ ვყოფილვარ. ეს ვთქვი, მოვიყვანე მაგალითად, აჩიკო თალაკვაძესთან იყო შემთხვევა და მეც ვთქვი, რომ ეგეთი ამბავი მოხდა. ერთი თვის მერე, ტვ პირველმა გადაწყვიტა, რომ სკანდალური განცხადება გაეკეთებინა. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება არ მახსოვს, დიდი ხანი იქ არ ვყოფილვარ”, – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, ახატანში პარლამენტარ გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი 3 კვირის წინაა გაქურდული.

ადგილობრივების განცხადებით, თავად ვოლსკი და სამართალდამცავები ბოლო ხანებში არაერთხელ იმყოფებოდნენ აგარაკზე.

შსს ინფორმაციას არ ადასტურებს.

იტვირთბა....