მთავარი ციტატა

მარშანია – ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაიაროს ფსიქოლოგიური ტესტი

„ყველა იმ ადამიანმა, ვინც პოლიტიკაში მიდის და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვიტა, უნდა გაიაროს აუცილებელი ფსიქოლოგიური ტესტი. პოლიტიკოსების ხელშია ნაწილობრივ მაინც ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ბედი. პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის მართვის უცნაური მანერა აქვს. მას არ აქვს გააზრებული თავისი თანამდებობის მნიშვნელობა. ბატონი კობახიძისთვის ეს თანამდებობა ნაადრევია. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ტესტს, ვფიქრობ, ის ყველა იმ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს, რომელმაც აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა გადაწყვიტა, ვინაიდან ნაწილობრივ პოლიტიკოსების ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი”, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ.

იტვირთბა....