როგორც ამერიკული გამოცემა Seattle Times წერს, ქალაქ სიეტლში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.
გამოცემის ინფორმაციით, უცნობი პირი ავტომანქანიდან გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ჯერკერობით უცნობია დეტალები, თუ რა იყო ინციდენტის მიზეზი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.