ვიდეო მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სოციალური მუშაკები ჰყავდეს დაფასებული” (ვიდეო)

“სოციალური მუშაკი არის ერთადერთი შველა იმ ადამიანებისთვის, ვინც გარესამყაროსთან კონფლიქტშია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს , რომ სოციალური მუშაკები ჰყავდეს დაფასებული

“სოციალური მომსახურების სფერო ყველაზე საინტერესო, რთული და დაუფასებელია. მე ვიცი, როგორ არიან სოციალური მუშაკები გერმანიაში, საბერძნეთში, შვედეთში…

სოციალური მუშაკი არის ერთადერთი შველა იმ ადამიანებისთვის, ვინც გარესამყაროსთან კონფლიქტშია, როცა ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს ადამიანს, ოჯახი არ ჰყავს, ერთადერთი ადამიანი – სოციალური მუშაკი მიდის მხარდასაჭერად, როგორც ჟანგბადის ბალონები, ისე არიან..

ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ვინც უდნა იყოს ხელისუფლებაში, რომ ამ ადამიანების სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლი ჰყავდეს დაფასებული”, – განაცხადა ლადო კახაძე.

იტვირთბა....