ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნათელაშვილი – ივანიშვილის სახლთან მისასვლელებს გადავკეტავთ და მას სახალხო ტყვეობაში მოვაქცევთ

ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი “წითელჟილეტიანების” აქციას აანონსებს. მისი თქმით, საპროტესტო გამოსვლა 11 აპრილს სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება.

ნათელაშვილი დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ტაქსის მძღოლების გამოსვლაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით ხელისუფლებისგან უკმაყოფილო ადამიანები ივანიშვილის სახლთან ყველა მისასვლელს გადაკეტავენ, და მას სახალხო ტყვეობაში მოაქცევენ.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები ტაქსის მძღოლებისთვის შემუშავებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.

 

იტვირთბა....