ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯეკ შეფარდი დიდ ბრიტანეთში ექტსრადირებას დათანხმდა

ჯეკ შეფარდი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს გამართულ პროცესზე, დიდ ბრიტანეთში ექტსრადირებას დათანხმდა.
როგორც შეფარდმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მზადაა საკუთარი უდანაშაულობა ბრიტანულ სასამართლოში დაამტკიცოს.

„მინდა ყველაფერს ნათელი მოეფინოს, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და ვაჟს,“-განაცხადა ბრალდებულმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადასცემს ქართული მხარე დიდ ბრიტანეთს თავის მოქალაქეს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

იტვირთბა....