aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: გამოყოფილია 15 მილიონიანი გრანტი, მიგრანტების ჩამოსახლებაზე სიუჟეტების მომზადებისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოში მიგრანტების გადმოსახლების შეჩერების მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა.

ბაღათურიას განცხადებით, სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციიდან გამოყოფილია 15 მილიონი ლარის გრანტი, რათა მედიაში მიგრანტების ჩამოსახლებაზე სიუჟეტები მომზადდეს.

„ამ გრანტს იღებენ ადამიანები სიუჟეტის, პოზიტიური ფლეშმობის მოწყობისთვის, რომ როგორმე გაამართლონ მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ჩამოასახლონ საქართველოში აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან შეუზღუდავი რაოდენობით მიგრანტები. მოვითხოვთ, შეჩერდეს მიგრანტების გადმოსახლება. აქ არის სამი მომენტი: უსაფრთხოების მომენტი, ასევე კულტურული გარემოს ძალადობრივი ცვლილება და ეთნიკური ბალანსის ცვლილება,” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 

იტვირთბა....