ბავშვები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში 18 საათის შემდეგ არ დაიშვებიან, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში, ბავშვთა კოდექსის განხილვაზე განაცხადა.
“64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო სწორი შენიშვნა იყო და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18 საათიდან”, — თქვა კილაძემ.
აღსანიშნავია, რომ მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში ბავშვის მონაწილეობა დასაშვებია 24 საათამდე, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.