„თუ ისე მივუდგებით, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მაშინ შეგვიძლია, ლადო კახაძე ახალ სახედ გავასაღოთ”, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, მთავარია, ხელისუფლება რა მეთოდებს გამოიყენებს არჩევნებზე, მიმართავს თუ არა ძალადობას, მოსყიდვას, პოლიციის გამოყენებას…
„თუ ისე მივუდგებით, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მაშინ შეგვიძლია, ლადო კახაძე ახალ სახედ გავასაღოთ. ქართულ პოლიტიკაში ლადო კახაძე არის თავისი ისტორიით. მნიშვნელობა არ აქვს, ლადო კახაძეს დააყენებენ, თუ ახალი რეზიუმეს მქონე ადამიანს. მთავარია, ხელისუფლება რა მეთოდებს გამოიყენებს; მიმართავს თუ არა ძალადობას, მოსყიდვას, პოლიციის გამოყენებას”. – განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე განცხადებით, შალვა შავგულიძე ძლიერი კანდიდატია, მის მიმართ ბრალდებები და ბრძოლა დაიწყო.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.
ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება.
“ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების” სახელით კი მთაწმინდის ოლქში კენჭს შალვა შავგულიძე იყრის.