“ძალიან ვამაყობ იმით, რომ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად შემოგვაქვს კანონმდებლობის დონეზე სიტყვა სამშობლო და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების სიყვარულით აღვზარდოთ. გარკვეულმა ვიწრო ჯგუფი შეეცადა საზოგადოებისთვის არასწორად მიეწოდებინა ინფორმაცია და ანტიეროვნულობის იარლიყი მიეწებებინა ამ კოდექსისთვის, თუმცა მზად ვარ თითოეულ შეკითხვას ვუპასუხო და როდესაც გავიარე კონსულტაციები, მათ შორის ეკლესიის ნაწილთან ვისაც ჰქონდა გარკვეული შეშფოთება არასწორი ინფორმაციის გამო, მიხვდნენ, რომ არაფერი სადავო არ არის”.
სოფო კილაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი