ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ გელათის მოსახლეობა სოფლის ნაწილისთვის სახელის გადარქმევას აპროტესტებს

ტყიბულის რაიონის სოფელ გელათის მოსახლეობამ დასახლებისთვის სახელის შეცვლის გაპროტესტების მიზნით გზა გადაკეტა.

როგორც აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, 2013 წელს დასახლება სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რის გამოც საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადების დროს პრობლემები ექმნებათ.

მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მოსახლეობისგან ფარულად მიიღო და ცვლილების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სოფელ გელათის დასაწყისში აბრა “სოფელი კურსები” გამოჩნდა.

“ჩვენთან არის სასტუმროებიც, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა იმის გამო, რომ სხვა სოფელს მიაკუთვნეს,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოსახლეობის თქმით, ეს აქცია გამაფრთხილებელი იყო და თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავლენ.

იტვირთბა....