სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დედამ მარიამ მარტიაშვილმა, ჟურნალისტებთან, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან მსაჯულები პროკურორის მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ.
“ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ, რაც ხდებოდა აქ, მაგრამ ამერიკას როგორ აწყენინებენ, აბა ქართველი ყოფილიყო და ის მოეკლათ. მე ყველაფერს მოველოდი ამათგან. რა უნდა ვთქვა, შოკში ვარ, სირცხვილი მართლა საქართველოს. მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ. ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის.“, – განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.
შეგახსენებთ, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში მალხაზ კობაურია ბრალდებული. მას ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.