“იმ დანაშაულებრივი რეჟიმის სამართალმემკვიდრე, რომელმაც გირგვლიანი მოკლა, დღეს არის კობახიძე. აღარ არის “ევროპული საქართველო”, კობახიძეა სამართალმემკვიდრე, იმიტომ, რომ ის სადამსჯელო მანქანა, რომელმაც თავისსავე მუხლუხოებში გაატარა გირგვლიანი, დღეს მთლიანად ინტეგრირებულია “ქართულ ოცნებაში” და თავი გაანებონ ამ რიტორიკას. ისინი არიან სამართალმემკვიდრეები. შესაბამისად, ისინი მფარველობენ მკვლელებსაც და ყველას. დღეის მდგომარეობით ასეა და შალვა შავგულიძეს თავი გაანებონ. კი ბატონო, “ევროპული საქართველოს” რაღაცეები შესაძლოა მეც არ მომწონდეს, რაღაცა საკამათო მეგონოს, მაგრამ ყველაფერი აირია. რით სჯობს დღევანდელი “ქართული ოცნება” “ევროპულ საქართველოს”?!
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი