ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ევროპული საქართველოს ამ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
არსებული კანონმდებლობით, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.
ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, კანონპროექტის მიზანია არსებულის საგადასახადო შეღავათის 300 ლარიანი ლიმიტის იმ ოდენობამდე გაზრდა (500 ლარამდე), რაც ვალუტის კურსის გაუფასურებამდე უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარებში) იყო გამოსახული.
საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება ევროპული საქართველოს ინიციატივას და კომიტეტზე მათ მიერ მომზადებული დასკვნაც განიხილეს. მთავრობის დასკვნის მიხედვით, ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია ადმინისტრირება გაუწიო, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის. მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში მაქსიმალური ზღვარი განბაჟებაზე 22 ევროს შეადგენს.
ევროპული საქართველოს ინიციატივას კომიტეტზე, როგორც ოპოზიციამ ასევე მმართველი გუნდის წევრებმაც დაუჭირეს მხარი