ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქმარმა 6 ჭრილობა მიაყენა, უკიდურესად მძიმეა

ქალი, რომელსაც ქმარმა ხაშურში დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ხაშურის საავადმყოფოდან თბილისის ქირურგიის ცენტრში გადმოიყვანეს.

თბილისის ქირურგიის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მას არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული.

რაც შეეხება კონფლიქტთან დაკავშირებით შემაკავებელ ორდერს, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცოლ-ქმრის კონფლიქტის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არასდროს შესულა და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი ან სხვა მსგავსი ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში 33 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული პირი დაკავებულია.

იტვირთბა....