ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალის პროგრამით თუ არ დავკავდებით, საქართველოში მოსახლეობა არ დარჩება” – გრიგოლ ვაშაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მე-8 ყრილობაზე განაცხადა, რომკატასტროფულად შემცირებულია შობადობა, ქალის პროგრამით თუ არ დავკავდებით, დავკავდებით იმ პროგრამით, რომ საქართველოში მოსახლეობა არ დარჩება.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქართველი ქალის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სახელმწიფოს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობა სახელმწიფოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გარანტიაა.

„აუცილებლად მინდა ვთქვა, დემოგრაფიას თუ არ მივხედეთ მეგობრებო, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად არის. კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. თუ სასწრაფო ნაბიჯები არ გადავდგით, ვიზალიბერალიზაცია, პროფესიული თეატრი, პროფესიული სპორტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ყველა ის ფუფუნება გვერდზე დაგვრჩება. კატასტროფულად შემცირებულია შობადობა. იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ სამუშაო ადგილებმა უნდა დააბრუნოს ხალხი ქვეყანაში. აუცილებლად გადასადგმელია შემდეგი ნაბიჯები:

40 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე სამშვილიან ოჯახებს უნდა მოეხსნათ საშემოსავლო გადასახადი; ოთხშვილიან ოჯახებს დამატებით უნდა მოეხსნათ მიწისა და ქონების გადასახადი; 5-შვილიან ოჯახებს სახელმწიფოსგან უნდა განესაზღვროთ ადეკვატური დახმარება, თორემ ქართველი ამ მიწაზე არ დარჩება; შევიგნოთ, რომ ქართველი ქალის ჯანმრთელობა, ქართველი ქალის კეთილდღეობა და ქართველი ქალის მონაწილეობა სახელმწიფოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი სახელმწიფოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გარანტიაა. ქალის პროგრამით თუ არ დავკავდებით, დავკავდებით იმ პროგრამით, რომ საქართველოში მოსახლეობა არ დარჩება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....