“ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი. სტატისტიკა რასაც აჩვენებს არის ის, რომ კრიმინოგენური სიტუაცია არაა ისეთი გაუარესებული, როგორც გინდათ აჩვენოთ. თქვენ მიმტკიცებთ, რომ რასაც 2012 წლამდე ჩადიოდით, იყო მისაღები. კრიმინალთან ბრძოლა არ შეიძლება ადამიანის უფლებების ხარჯზე. ჩახედეთ სტატისტიკას, რაც განაცხადეთ არის ტყუილი, რომ თითქოს ვინც დატოვა ციხე, ისინი ჩადიან დანაშაულს. ეს არის იაფფასიანი ტყუილი”
მამუკა ბახტაძე