ახალი ამბები

“აქვთ მცდელობა საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა, თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას” – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში განაცხადა, რომ ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად,

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ინტერპელაციის ფორმატის შემოღება ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი და ეს კონსტიტუციურ ნორმად იქცა.

„ეს არის პატივისცემის გამოხატულება ჩვენი საზოგადებისადმი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, ყოველთვის წარვდგეთ სქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. პარლამეტსა და მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესია. მთელი ჩვენი გუნდი, მთავრობის ყველა წევრი პასუხობს პარლამენტის მიერ დასმულ შეკითხვებს და ბოლო სამი დღე ამის ძალიან კარგი მაგალითია. ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხს. პირველ რიგში, ვიდრე შევაფასებთ ან დასკვნებს გამოვიტანთ, ჯერ საკითხის არსში უნდა გავერკვეთ. იმისათვის, რომ პასუხი გავცე თქვენს შეკითხვას, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესებიც. თქვენი კითხვის ფორმულირებაში იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად. გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის სხვაგვარად ვერც იქნება.ძალიან ბევრ საკითხზე ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. მე კარგად მესმის ოპოზიციის მნიშვნელობა, ვაფასებ და ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები და წინადადებები, თუ ეს ნაკარნახევია საქმის გულშემატკივრობით და ობიექტური კრიტერიუმებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ  დღეს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

იტვირთბა....