ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზოგადოებრივ მაუწყებელს კრემლი აკონტროლებს” – საიას იურისტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსები საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად უკვე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებენ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს კრემლი აკონტროლებს, ჩვეულებრივი „რაშა თუდეის“ ქართული რედაქციაა, ჩნდება კითხვა, ბევრ გადასახადს ვიხდი და ოკუპანტს რატომ უნდა ვუხადო, ჩემი გადასახადი“, – წერს გიორგი გოცირიძე.

ამასთან, გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, რომ საზმაუს ანალიტიკოსები მარია ზახაროვას ტექსტით საუბრობენ

„როდესაც რუსული პროპაგანდა ისე მომძლავრდა, რომ საზმაუს ანალიტიკოსებიც კი მარია ზახაროვას ტექსტით საუბრობენ: სად არის სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებაო, „რადიო თავისუფლების“ დახურვა აშკარად ცუდი აზრია“ – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....