რვასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხუთშაბათს, ღამით დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი და ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის ვადის გადაწევაზე შეთანხმდნენ.
მეი შეეცადა, ევროკავშირი დაერწმუნებინა, რომ ბრექსითის პროცესი ივნისამდე გაეხანგრძლივებინა, მაგრამ 23-დან 26 მაისს ევროკავშირის არჩევნებია, ამიტომაც დიდ ბრიტანეთს ვადა 22 მაისამდე მიეცა. თუ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეის მიერ შეთანხმებულ ბრექსითის გეგმას მხარს კვლავ არ დაუჭერს, მაშინ ბრიტანეთმა ევროკავშირი 12 აპრილამდე უნდა დატოვოს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბრიტანელი კანონმდებლები პრემიერის გეგმას მესამე კენჭისყრაზეც ჩააგდებენ, ქვეყანა ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.