ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სენაკში ყაჩაღებმა, მაღაზიიდან ფულის ნაცვლად შოკოლადი წაიღეს

გუშინ ღამე, სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სუპერმარკეტი „მაგნიტი“ დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა პირმა სუპერმარკეტში თანხა ვერ იპოვა და მაღაზიიდან ორი შოკოლადი წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

იტვირთბა....