ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვატო შაქარაშვილი: გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნების” გამარჯვებას ციხეში შევხვდი

“ქართული ოცნების” წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ვატო შაქარაშვილის განცხადებით, ის ციხეში გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებით მოხვდა.

ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

“გაოგნებული ვართ იმ შედეგით, რა შედეგიც დადგა, ნამდვილად არ გვაქვს, სახუმაროდ საქმე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. უნდა გავაანალიზოთ, რა დაუკვეთა ქართულმა საზოგადოებამ 2012 წელს და რა მივიღეთ დღეს.

მე ჩემს თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად “ქართული ოცნების” გამარჯვებას ციხეში შევხვდი. იცით რის გამო და ვის გამო? იმის გამო, რომ მოსამართლემ ცივსისხლიანად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და ეს მოსამართლე იყო სწორედ ის ადამიანი, რომელზეც გვთავაზობენ თეზისს, ცუდების გაკარგებასთან დაკავშირებით, ეს ადამიანის იყო გიორგი მიქაუტაძე, მოსამართლე, რომელიც იყო იმ სიაში, რომელიც იუსტიციის საბჭომ 2018 წლის მიწურულს, გაუგზავნა პარლამენტს და რომ არა ძალიან ღისეული ნაბიჯები და მოქმედებები, საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან და რომ არა, დიდი საზოგადოებრივი წნეხი, ეს ადამიანი გახდებოდა მუდმივი მოსამართლე”, – განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

იტვირთბა....