ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “ნიუსრუმი” განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის წნეხი, საერთოდ ტრაგიკომედია და პაროდიაა,  კობახიძე ხომ სინამდვილეში, პოლიტიკური არარაობაა

პოლიტოლოგმა მმართველ პარტიაში მაჟორიტარების როლზეც ისაუბრა, რომელთა შორის რამდენიმე 3-4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

„კობახიძე არის უბრალოდ, ინსტრუმენტი რომლის მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, ძალადობრივი აქტები ტარდება. მოდი, გადავხედოთ ეს რატომ არის ეფექტური?! ეფექტური იმიტომაა, რომ „ქართულ ოცნებას“ რომ გადავხედოთ, ვინ არიან დღეს დარჩენილები?! ესენი არიან მაჟორიტარები, ანუ ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით გადადიან, ვინ არის ხელისუფლებაში. ისინი ბოლომდე იქნებიან ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ მათი ამოცანა პოლიტიკა ხომ არ არის?! მათი ამოცანაა საკუთარი ბიზნესის „დაკრიშვა“ პარლამენტში ყოფნით და ღილაკზე ხელის დაჭერით. ბოლოს გაირკვა, რომ 3-4 მოწვევის მაჟორიტარები სხედან იქ და თურმე, ისიც ვერ გაურკვევიათ, რა ფერის ღილაკს უნდა დააჭირონ. ესენი არიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იქნებიან იქ. რა არის მეორე სეგმენტი? ესენი არიან უპერსპექტივოები, რომლებიც დიახ, წავიდოდნენ. კობახიძე ძალიან არ უყვართ, დარწმუნებული ვარ, პარლამენტის 80%-ს ეზიზღება კობახიძე და ერთი, ბიძინა ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ თავ-ყბა დაუნგრიოს. დარწმუნებული ვარ, რომ წავლენ, მაგრამ სად წავიდნენ?! მათ პოლიტიკური ფასი ამ ბაზარზე არ აქვთ, ეს ხალხი ვის რაში სჭირდება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....