ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს” – მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლიდან 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

იტვირთბა....