წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩვილისუბანში მგელმა სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაგლიჯა.
“იტნერპრესნიუსის” ინფორმაციით, მგელი თავდაპირველად საკუთარი სახლის აივანზე გასულ ქალს თავს დაესხა, მეზობლები და ოჯახის წევრები ქალის დახმარებას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინიც დაშავდნენ.
„დაშავებულები წალკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება და აცრებიც ჩაუტარდათ“, – განუცხადა წალკის მერის პირველმა მოადგილემ, ანზორ ხინიკაძემ “ინტერპრესნიუსს”.