სატელევიზო მიმართვის დროს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, თანამდებობა დატოვა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტო მუშაობ პრეზიდენტის პოსტზე. წელს 30 წელი ხდება, რაც ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას ვიკავებ. ხალხმა მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი“ – განაცხადა ნაზარბაევმა.
პრეზიდენტის მოვალეობას დროებით პარლამენტის სენატის სპიკერი, კასიმ-ხომარტ ტოკაევი შეასრულებს.