გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული პროცესი გადაიდება, რადფგან დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განმარტა, კირკიტაძეს ჯანმრთელობის პრობლემა შექმნა, რის გამოც სხდომას ვერ დაესწრება.
პროცედურის მიხედვით, ჩანიშნული პროცესი 15:00 საათზე დაიწყება, სადაც გადადების საკითხის განხილვა მოხდება.
კონდახაშვილის განცხადებით, სხდომას მათი წარმომდგენელი ბაადურ გულიაშვილი დაესწრება, რომელიც კირკიტაძესთან ერთად დაკავებულ ვალერი მუსაევის ინტერესებს იცავს, რომელიც გირაოთი არის გათავისუფლებული.