ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემს

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, საფრანგეთი გერმანიისა და შვედეთის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემს, რადგან საქართველოს სანდო ქვეყნად არის აღიარებული.

ამასთანავე, ელჩმა ყველა ქვეყანას მოუწოდა,  ეს გზავნილი მკაფიოდ გამოხატონ.

მისივე თქმით, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან, რათა საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამობრუნება თავიდან იქნეს აცილებული.

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს და არიან დევნილები ამან შესაძლოა საქართველოს იმიჯი დააზიანოს და მისი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა საფრანგეთი ისევე როგორც სხვა ქვეყნები, გერმანია და შვედეთი არ მისცემენ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს რადგან თქვენი ქვეყანა სანდო ქვეყანად არის აღიარებული. გსურს ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ რომ ის კარგად იყოს გაგებული,“-განაცხადა პასკალ მენიემ.

იტვირთბა....