ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფო ვერძეული: მივიღებთ აბსურდს, რაც დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წევრის, სოფო ვერძეულის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებული კანონპროექტი პოლიტიკური პასუხია იმ პროტესტზე, რომელიც საზოგადოებამ გამოხატა 2018 წლის დეკემბერში.

„თქვენ ეხლა ამბობთ, რომ იმიტომ კი არ იყო ხალხი გაბრაზებული დეკემბერში, რომ დაინახეს რეალური სახე კლანის და სასამართლოსი. იმიტომ იყო, რომ თურმე, კანონში არ ეწერა ფარდობითი კენჭისყრა და მოდით, ეხლა ჩავუწეროთ გრძელი სია, მოკლე სია, ან საშუალო სია საბჭოს და ყველაფერი კარგად იქნება 2019 წელს.
თუ თვალს არ გაუსწორებთ, რომ 11 ხმა ამ კლანს საბჭოში აქვს, მივიღებთ აბსურდს, რაც დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე ამ ქვეყანაში. ეს ჯგუფი აკონტროლებს პირველ და მეორე ინსტანციას, მაგრამ ჯერ ვერ აკონტროლებს უზენაეს სასამართლოს და იქნებ მოვახერხოთ და ეს ინსტანცია მაინც გამოვგლიჯოთ ხელიდან“. – განაცხადა სოფო ვერძეულმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის წევრთა მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [LIVE]

იტვირთბა....