მთავარი ციტატა

“თუ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს რაღაცები შეგახსენო” – ბესელია მათიკაშვილს

“ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. დავანებოთ თავი ამ ჭკუის სწავლებას. მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა წინდახედულება უნდა. ამიტომ, თუ დროს დამაკარგინებ, უფრო მეტი დრო დაიკარგება. დავით, დამშვიდდი და დამაცადე! კომიტეტს კიდევ 5 კვირა აქვს განხილვებისთვის და თუ ცოტა მეტ სიდინჯეს გამოიჩენთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ნებისყოფა გეყოფა, რომ მომისმინო. სამჯერ თუ ოთხჯერ შემაწყვეტინე და ხელს ნუ მიშლი! დინჯად მოიქეცი ცოტა და მოისმინე კითხვები. შეიძლება არ გაინტერესებთ მაგრამ საჭიროა, ვიღაცას აინტერესებს და ის მოისმენს. ”

ეკა ბესელია, დამოუკიდებელი დეპუტატი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი

ამ სიტყვებით მიმართა მან დავით მათიკაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე,  მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა მოკლედ გადმოეცა სათქმელი.

იტვირთბა....