იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნების“ პროექტს განიხილავენ მოსამართლეთა უზენაესს სასამართლოში განწესებასთან დაკავშირებით, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ ხმას მაინც ჩინჩალაძეს მივცემტ. ფონი შეიქმნება ასეთი: ცუდი და იმაზე უარესი.
„ამ მოდელიდან გამომდინარე ღირსეული ადამიანები როგორ მოვლენ პარლამენტამდე? ღირსეული ადამიანები სააკაშვილის დროს ვერ ხვდებოდნენ სასამართლოში, ვერ ხდებოდნენ მოსამართლეები. ახლა ეს იუსტიციის საბჭო, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობაა, ისევ არ უშვებს სასამართლოში ღირსეულ ადამიანებს მოსამართლეებად. ე.ი რა გამოდის ამ კანონით?! ჩვენ ვკეტავთ სამეცნიერო წრეებს, ვკეტავთ ადვოკატებს, ვკეტავთ ყველა იმ იურისტს, ვისაც ბიოგრაფი აქვს სუფთა, აქვს სამოქალაქო სექტორში ნამუშევარი, ვისაც აქვს ადამიანის უფლებისთვის ნაბრძოლი და ამ ჩარჩოში ვაქცევთ ამ ყველაფერს და გადაგვაქვს ისეთ პროცედურებში, რომ კიდევ უფრო გაიფილტროს და ბოლოს, ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც მივცემ ჩინჩალაძეს ხმას. მე მგონია, რომ ასეთი ფონის შექმნა არასწორია. ფონი შეიქმნება ასეთი – ცუდი და იმაზე უარესი. აი, ეს იქნება ამ ჩარჩოთი, ამ პროცედურებით შემოთავაზებული კანდიდატები. ამ ჭრილში მინდა გაიზიაროთ, ვის უშვებთ კანდიდატებად და ინტერესთა კონფლიქტის დროს რატომ ვაძლევთ კარტბლანშს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის იყოს უპირატეს მდგომარეობაში,“?! – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის გამო, იუსტიციის საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის სურვილის შემთხვევაში უნდა დატოვონ პოსტები, ან კანონმა უნდა შეუზღუდოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაეს სასამართლოში „გადაბარგება“.