ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ბაქრაძე სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს.

„დღეს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული საქმის გამოძიება დასრულებულია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის დაშლის გამო აღარ ვსარგებლობ უმცირესობის ლიდერის სტატუსით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გაუქმდეს ჩემი სახელმწიფო დაცვა“, – ნათქვამია დავით ბაქრაძის ოფიციალურ წერილში.

იტვირთბა....