დღეს “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად, რა დღის წესრიგით ჩატარდება უმრავლესობის სხდომა. დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობა მიმდინარე კვირის სესიაზე განსახილველ საკითხებზე იკრიბება.
სხდომა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
დეპუტატების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიურო და კომიტეტები მუშაობას დაასრულებს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გადაინაცვლებენ.