გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
„ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 10-12 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში 1-6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -3- +2 გრადუსი. 19 მარტიდან გამოიდარებს და 22 მარტამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა მოიმატებს 18-20 გრადუსამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 18-19 მარტს იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 18 მარტს დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი. 19 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ხვალ დაბალი ტემპერატურა იქნება. 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 1-6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -7 – -2 გრადუსი დაფიქსირდება“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.