ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხურვალეთში რუსი სამხედროების არანაირი გადაადგილება არ შეინიშნება

ამ დროისთვის, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ  ხურვალეთთან სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ქართველი სამართალდამცველები.

როგორც სოფელ ხურვალეთში ადგილობრივები პირველ არხთან საუბრისას ამბობენ, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების არანაირი გადაადგილება არ შეინიშნება, სოფლის მცხოვრებთა უსაფრთხოებას კი, პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

„მთელი ღამე სიმშვიდე იყო. სოფელში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ახლაც დგანან ევროკავშირის წარმომადგენლები. აქ არის პოლიციაა და მშვიდად ვართ“ – აცხადებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გივი ბატონისაშვილი.

იტვირთბა....