ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადატანისას, ხე გზაში გაიჭედა

გიგანტური ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, გზაში გაიჭედა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, შემთხვევის გამო გადაიკეტა ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა.

ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა.

სოფელ ზენითიდან დენდროლოგიური პარკისთვის სულ სამი ხის გადატანაა დაგეგმილი.

წყარო: “ბათუმელები”

ფოტო: გურამ მურვანიძე

იტვირთბა....