ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხურვალეთში მცხოვრები: პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები

სოფელ ხურვალეთში მცხოვრების, გივი კალმახელიძის განცხადებით, საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია გრძნობს, მაგრამ გუშინ მომხდარს ის პროვოკაციად აფასებს.

მისივე თქმით, რუსეთისგან საფრთხე არსებობს, თუმცა, გუშინ ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან.

„საფრთხე არ იყო, ხალხი შედიოდა. აქ სულ ოსები ცხოვრობენ, რომელიმე საფრთხეს გრძნობს? ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია? არავინ არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ იყო. რომელმა ნახა? როგორ დაგიჯეროთ ტელევიზებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები”, – განაცხადა გივი კალმახელიძემ.

იტვირთბა....