ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერევათ ხოლმე ოკუპანტებს, საქართველოს კონტროლირებადია თუ არა ტერიტორია” – გორის მერი

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ მან On.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

“უბრალოდ სამი ნიღბიანი , ნიღბები უკეთიათ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ” – განმარტა მერმა.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები შევიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.

იტვირთბა....