ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართულ მხარეს ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოებზე ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია” – ელჩი

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი დოლიძემ ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ახალ ზელანდიაში ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოებზე ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

„ერთადერთი კომენტარი რაც შემიძლია ამ ეტაპისთვის ​წარწერებთან და მჭიდებთან დაკავშირებით გავაკეთო, არის ის, რომ ქართულ მხარეს ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. ამ ეტაპზე გამოძიება არ დაგვკავშირებია. წარწერებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გამოძიების პრეროგატივაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს წარწერები ავთენტურია და ნამდვილად იყო იმ მჭიდებზე. შესაბამისად, არანაირი კონტაქტი ამ საკითხზე არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.

როგორც გიორგი დოლიძემ განაცხადა, ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმის შემდეგ საქართველოს საელჩო ახალი ზელანდიურ მხარეს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის არ დასტურდება ინფორმაცია, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

„24-საათიან რეჟიმში ვკონტაქტობთ პარტნიორებთან. საქართველოს მოქალაქეებისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ა

 

იტვირთბა....