ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე: ელიავას ბაზრობის მდგომარეობა კატეგორიულად მიუღებელია ქალაქისთვის და თბილისელებისთვის

რა მდგომარეობაშიც არის ელიავას ბაზრობა, ის კატეგორიულად მიუღებელია ქალაქისთვის და თბილისელებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია მზად არის, თანამშრომლობისთვის.

„არის ორი ვარიანტი, თუ როგორი ხედვა და მიდგომები გვექნება ჩვენ. პირველი არის ის, რომ ეს ბაზრობა გადავიტანოთ სხვა ტერიტორიაზე, ეს კონკრეტული ადგილი გამოვიყენოთ სხვადასხვა მიზნებისთვის და მოხდეს კარგი განვითარება. მეორე თემა არის ის, რომ არსებული ბაზრობა, გავათანამედროვოთ. აშენდეს იქ თანამედროვე ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იქ მომუშავეების დასაქმება, სადაც დაცული იქნება ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. რა მდგომარეობაშიც არის ელიავას ბაზრობა, ის კატეგორიულად მიუღებელია ქალაქისთვის და თბილისელებისთვის. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, თანამშრომლობისათვის. გვქონდა შეხვედრა მეპატრონეებთან და მივიღებთ საუკეთესო გამოსავალი, ისე რომ არც ბიზნესინტერესები დავაზარალოთ და ქალაქის ინტერესებიც დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....