წინქვილის ქარხანა “კარმენის” მუშების გაფიცვა დაიწყო.
მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა. პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ინფორმაციით, გაფიცვამდე, პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციის ოცდაერთმა დღემ შედეგი ვერ გამოიღო.
მატივე ცნობით, გუშინ, სავარაუდოდ პროფკავშირული ნიშნით, ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი, ხოლო 3 თანამშრომელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რასაც მოჰყვა თანამშრომელთა პროტესტი და საბოლოოდ დღეს დილით ქარხანა გაიფიცა.
“პროფკავშირებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. გაფიცვამდე მედიაციის ოცდაერთმა დღემ შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო ხელფასების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ აღნიშნული პროცესი კონსტრუქციული მოლაპარაკებების ფარგლებში მოგვარებულიყო, ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ მშრომელები და პროფკავშირები იძულებული გახადა გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და გაიფიცონ”, – ნათქვამია პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებაში.
კარმენი გაფიცვისთვის ემზადება !
წინქვილის ქარხანა კარმენში გაფიცვა დაიწყო ❗▪ გაფიცვამდე პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციის ოცდაერთმა დღემ შედეგი ვერ გამოიღო. ▪ მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ აღნიშნული პროცესი კონსტრუქციული მოლაპარაკებების ფარგლებში მოგვარებულიყო, ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ მშრომელები და პროფკავშირები იძულებული გახადა გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და გაიფიცონ. მათ საზოგადოების სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებათ ❗#გაამაგრეპროფკავშირი#გაამაგრეგაფიცვა#კარმენი
Gepostet von პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა – Youth GTUC am Mittwoch, 13. März 2019
“ტერორის ქვეშ მუშაობა, მუქარა და ზეწოლა, კიდევ შემცირება, ხელფასის უკმარისობა და მძიმე საქმიანობა, “კარმენის” მენეჯმენტის უსამართლო მიდგიმა ხალხისადმი, დღეს “კარმენში”დასაქმებულებს მოთმინების ფიალა აევსოთ. გაფიცვა დაიწყო”
ლევან მთვარელიძე, “კარმენის” პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერი
https://www.facebook.com/events/773460143038396/