საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება.
“ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ფრანგულ მხარესთან 2020-2022 წლებში პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის დეტალების შეთანხმება და ფრანგულ ენაზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავება.
საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხორციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს…
Gepostet von განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო am Donnerstag, 14. März 2019