რუსი ოკუპანტების მიერ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე უკვე თავისუფალია.
ადგილობრივების თქმით, ორივე სოფელ ყარაფილაში ერთ-ერთის ოჯახში ქეიფობდა, სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი დააკავეს.
გათავისუფლების შემდეგ ორივე მათგანი შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ისინი კასპის მუნიციპალიტეტში, ყარაფილა-სარიბარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
შეგახსენებთ, რომ ისინი ოთხშაბათს გაიტაცეს და გუშინ საღამოს თანხის გადახდის შემდეგ გამოუშვეს.